27.02.2016 წ.
არნახული ხალხმრავლობა იყო დღეს ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლე ხალხს ვერ იტევდა, ნახევარი დარბაზი ფეხზე იდგა. იქ იყვნენ ვეტერანთა ყველა თაობისა და წოდების წარმომადგენლები, გენერლები და რიგითები, მეორე მსოფლიო, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს ომების, სამშვიდობო მისიების მონაწილეები, თმაჭაღარა და ჭაბუკი საქართველოს დამცველები, მამაკაცები და მანდილოსნები... ძალიან შთამბეჭდავი და ემოციურად დამუხტული შეხვედრა იყო. ვეტერანებმა უპირველეს ყოვლისა მოიგონეს დაღუპული თანამებრძოლები და წუთიერი დუმილით პატივი სცეს მათ ხსოვნას. გაგრძელება |
27.02.2016 წ.
დღეს, ა.წ. 27 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში იკრიბებიან ნაომარი ვეტერანები. დალხენილი ცხოვრების გამო არ იკრიბებიან. იკრიბებიან, ვინაიდან საქართველოს ვერცერთმა ხელისუფალმა მათთან სალაპარაკო ენა ვერ, ან არ მოძებნა. სამწუხაროდ თავად მე ვერ ვესწრები, თუმცა ყველა ვეტერანს შემდეგი ტექსტით მინდა მივმართო: თანამებრძოლებო! ძმებო და დებო! ამაყი ვარ თქვენი ერთად ყოფნით, თქვენთან ერთად გავლილი გზით და თქვენთან ერთად ბრძოლით! გაგრძელება |
16.02.2016 წ.
16 თებერვალს, 13:00 საათზე ვერის პარკში ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა მოაწყეს გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ ჰოსპიტალის გადარჩენის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანებების ლიდერები, ვეტერანთა მოძრაობის აქტიური წარმომადგენლები. გაგრძელება |
დიდ მადლობას ვუხდით გულისხმიერებისა და დახმარებისათვის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს ბატონ ვალერიან ძებისაშვილს და ქალბატონ თამარ ლეკიშვილს, რომლებმაც ოპერატიულად მოგვაწოდეს რეგიონალური სამმართველოებისა და თბილისის რაიონული წარმომადგენლობების მისამართები და ტელეფონის ნომრები.
რუსთაველი ვეტერანები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე
21.06.2015 წ.
21 ივნისს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის" წევრებმა და რუსთავში მაცხოვრებელმა ლტოლვილმა ვეტერანებმა მონაწილეობა მიიღეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში სვანიძის ქუჩის ბოლოში, მდინარე ვერეს ნაპირზე არსებულ საცხოვრებელ ბინებთან. ეს ის ადგილია სადაც სტიქიამ განსაკუთრებით დიდი ზარალი მიაყენა მოსახლეობას და იქ განლაგებულ საწარმოებსა და საწყობებს. აბობოქრებულმა მდინარემ ეზოებში შემოხვეტა ხეების ფესვებში, ჯართსა და სამშენებლო ნაგავში აზელილი გრუნტი და ქვიშა, რომელიც მეორე სართულამდე იყო ასული. |
ეზოებში ტექნიკა ვერ ახერხებდა შემოსვლას და დასუფთავება მხოლოდ ხელით იყო შესაძლებელი. ამ სამუშაოს ვასრულებდით თავდაცვის სამინისტროს ვაშლიჯვარის სპეცრაზმის მებრძოლებთან ერთად. ეს ბჭები მართლაც დაუღალავად, თავდაუზოგავად და ეფექტურად შრომობდნენ, თვალნათლივ ჩანდა, რომ მიჩვეულები იყვნენ დავალების გუნდურად, სამხედრო ქვედანაყოფის შემადგენლობაში შესრულებას. ვეტერანებიც ვცდილობდით არ ჩამოვრჩენოდით მათ, რამდენადაც ამას ჩვენი ასაკი გვაძლევდა საშუალებას.
უნდა ავღნიშნო, რომ ვაშლოვანის სპეცრაზმის გარდა იმ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში სხვა სამხედრო ქვედანაყოფებიც იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას. |
აქცია ვეტერანების ჰოსპიტალთან
26 მაისი
|
ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა, ვეტერანთა პაკეტი,,საყოველთაო
ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ"
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილები
განხორციელდა და საქართველოს მთავრობის №178 დადგენილება 2013 წლის 15
ივლისსს ძალაში შევიდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული
შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული ომისა
და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა,
ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით
ისარგებლებს...გაგრძელება
|
ჩემპიონატი ტყვიით სროლაში ვეტერანებს შორის15 მაისს გამრეკელის 21-ში, იარაღის მაღაზია "გლობალ არმზ"-ის სასროლეთში ჩატარდა ჩემპიონატი ტყვიით სროლაში ვეტერანთა შორის. ჩემპიონატის ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ საბურთალოს რაიონის გამგეობა და საქართველოს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია "პატრიოტი"(ხელმძღვანელი ბ-ნი ვახტანგ მაჭავარიანი).
შეჯიბრი მიმდინარეობდა კონკურენტულ და აზარტულ გარემოში, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და გამალებულ სროლას მსხვერპლი არ მოყოლია არც ვეტერანების და არც მათი გულშემატკივრების მხრიდან. გამოვლინდნენ ჩუბინი მსროლელები: I ადგილი - დავით ბერეკაშვილი II ადგილი-ვახტანგ შალიბაშვილი III ადგილი - გიორგი გელოვანი. ჩუბინ მსროლელებს პრიზების სახით გადაეცათ საბრძოლო დანები, რაც გვაფიქრებინებს რომ შემდეგი ჩემპიონატი ვეტერანებს შორის დანის სროლაში გაიმართება. და ბოლოს უნდა ავღნიშნოთ, რომ "ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის" ღირსებას ჩემპიონატზე იცავდა ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის წევრი, სამხედრო-სპორტული პროექტების კოორდინატორი ბ-ნი ლევან გოგოლაური. ბატონი ლევანი ასპარეზობიდან დაგვიბრუნდა მართალია ხელცარიელი, მაგრამ დადებითი ემოციებითა და იმედებით აღსავსე. ფოტოგალერეა |
რუსთაველმა ვეტერანებმა 26 მაისი ერთად აღნიშნეს
|
"ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირმა" ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი აღნიშნა
დღეს რუსთავში, გამარჯვების მემორიალთან საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის" ორგანიზებით კვლავ შეიკრიბნენ ვეტერანები ქვემო ქართლის მხარიდან. მათ გვირგვინით შეამკეს გმირულად დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. შთამბეჭდავი და ემოციებით აღსავსე იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომების ვეტერანების შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის მხცოვან ვეტერანებთან. ფოტოგალერეა
17 ოქტომბერი - ვეტერანის დღე თბილისის ზღვაზე
დღეს,
17 ოქტომბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოწვევით
თბილისის ზღვის სანაპიროზე შეიკრიბნენ ომის ვეტერანები და დაღუპულ
მებრძოლთა ოჯახის წევრები... გაგრძელება
2014 წლის 27 სექტემბერი27 სექტემბერს რუსთაველი ომის ვეტერანები და ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების წევრები ერთმანეთს ტრადიციულად შეხვდნენ ცურტაველის სკვერში... გაგრძელება
2014 წლის 9 მაისი, რუსთავი
ფოტო გია ლომიძისა
9 მაისს რუსთავში, ცურტაველის სკვერში 1992-93 წლების სამაჩაბლო-აფხაზეთის ომის რუსთაველი ვეტერანები შეიკრიბნენ. მათ გამარჯვების დღესასწაული მიულოცეს მეორე მსოფლიო ომის 37 მონაწილეს და 159 მათთან გათანაბრებულ მხცოვან თანამოქალაქეს და დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
|
საბჭოთა კავშირი, რუსეთის ფედერაცია. ომები და საბრძოლო მოქმედებები 1918 წლიდან დღემდე
უფროსი თაობის მკითხველს კარგად ემახსოვრება თუ რა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული საბჭოთა კავშირში ინფორმაცია საბჭოთა ჯარების მიერ პლანეტის ცხელ წერტილებში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შესახებ. ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივვადიანი საბრძოლო მოქმედებების გაუხმაურებლობა რათქმაუნდა შეუძლებელი იყო, ამიტომ ისინი შენიღბულნი იყვნენ როგორც საინჟინრო-ტექნიკური მხარდაჭერა, სამხედრო მრჩეველთა მისიები ან ინტერნაციონალური დახმარება, მაგრამ ლოკალური ხასიათის ტაქტიკური ამოცანების შესრულება საბჭოთა არმიის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას უხდებოდა კონსპირაციულ, თითქმის არალეგალურ პირობებში, ფალსიფიცირებული დოკუმენტებით, ხშირად სამოქალაქო ტანსაცმლით. მათ შესახებ ინფორმაცია დაფარული იყო და შესაბამისად ოფიციალურად არ ფიქსირდებოდა მათი სტატუსიც.
1995 წლის 12 იანვარს ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის ახალი კანონი „ვეტერანების შესახებ“. რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ხელი მოაწერა აქტს, რომლის დანართშიც ჩამოთვლილი იყო ყველა საბრძოლო მოქმედება და ოპერაცია, რომლებიც განახორციელეს საბჭოთა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფებმა 1918 წლიდან. ამ კანონით ფარული ფრონტის „უსახელო გმირებს“ ბოლოს და ბოლოს მიენიჭათ „ომის ვეტერანის“ სტატუსი. საყურადღებო და მრავლისმთქმელია ის ფაქტი, რომ „ომის ვეტერანის“ სტატუსი მიიღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე საოკუპაციო ჯარების ოფიცრებმა და ჯარისკაცებმაც. ვრცლად ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების წევრების სოციალური დაცვის საკითხებს თეთრი სახლი და კონგრესი პირველხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ საკითხებს საკანონმდებლო ხელისუფლების სტრუქტურებში(სენატი, წარმომადგენელთა პალატა) განაგებენ შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეების კომიტეტები. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში ომის ვეტერანებისა და თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პრობლემების ძირითადი ნაწილის გადაჭრა დაკისრებული აქვს ვეტერანების საქმეთა სამინისტროს. ვრცლად
ვეტერანთა თავშესაფრები
სამეფო ჰოსპიტალი ჩელსიში
სამეფო ჰოსპიტალი ჩელსიში(Royal Hospital Chelsea) არის ომისა და სამხედრო ძალების დაუოჯახებელი ვეტერანების სახელმწიფო თავშესაფარი და იმავდროულად იმ სამხედრო მოსამსახურეების საავადმყოფო, რომლებსაც სამხედრო სამსახურის გაგრძელება აღარ შეუძლიათ ჭრილობების ან ხანდაზმულობის გამო. ჰოსპიტალი მდებარეობს ლონდონის ცენტრალურ ოლქში, ჩელსიში. ამჟამად ჰოსპიტალში მუდმივად ცხოვრობს სამასზე მეტი ვეტერანი. მათ უწოდებენ „ჩელსის პენსიონერებს“(Chelsea pensioners). ვრცლად
"ინვალიდთა სახლი" პარიზში
„ჩვენმა სამეფო უბრწყინვალესობამ ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა ღვთივსათნო და სამართლიანი ქმედება დაგვეცვა სიღატაკისა და დამცირებათაგან ის უსასოოდ დარჩენილნი ოფიცერნი და ჯარისკაცნი ჩვენის მხედრობისა, რომელნიც დაბერდნენ ან დასახიჩრდნენ სამხედრო სამსახურში და დღეს არათუ აღარ ძალუძთ მისი გაგრძელება, არამედ დაკარგული აქვთ საშუალებაც კი საკუთარი თავის რჩენისა.“
ლუდოვიკო XIV საფრანგეთის მეფე ვრცლად ვეტერანთა შეღავათები და დახმარებები რუსთავის 2014 წლის ბიუჯეტში
29.01.2014 წ. ინტერვიუ ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან ბ-ნ დავით ქრისტესიაშვილთან. ვრცლად ბაბუშერას სამარხის გახსნაზე შეთანხმება მიღწეულია
მიღწეულია შეთანხმება ბაბუშერას სამარხის, ასევე გუმისთაზე ერთ-ერთი სამარხის გახსნის, ასევე ცხედრების გადმოსვენების და მათი იდენტიფიცირების თაობაზე. 16.12.2013 სამარხების გახსნა მომავალი წლის პირველ ნახევარში იგეგმება, – ამის თაობაზე ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ აცნობა... ვრცლად თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთის ომის ვეტერანები დააჯილდოვა
04.11.2013 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. 1992-93 წლების საომარ ვითარებებში მონაწილე სამხედროებს საბრძოლო დამსახურებისა და მხედრული მამაცობისათვის მედლები რამდენიმე წლის წინ მიენიჭათ, თუმცა მათი გადაცემა მხოლოდ დღეს მოხდა. ვრცლად შეხვედრა ომის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში
21.11.2013 წ. 21 ნოემბერს ომის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ინიციატივით დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან... ვრცლად ხსოვნის დღე რუსთავში
27.09.2013 წ. 2013 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 20 წლის თავზე, რუსთავში ხსოვნის მემორიალთან დაღუპულ მებრძოლთა სულებისათვის პატივის მისაგებად შეიკრიბნენ ომის ვეტერანები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ქალაქ რუსთავიდან და ქვემო ქართლის რეგიონიდან... ვრცლად გახსოვდეს 2011 წლის 3 იანვარი
2010 წლის 27 დეკემბერს გმირთა მემორიალთან დაწყებული ომის ვეტერანთა შიმშილობის აქცია მერვე დღეს დარბევითა და ომის ვეტერანების დაკავებით დასრულდა. 20 მოშიმშილე საპროტესტო აქციის შეწყვეტას 2011 წლის 6 იანვარს გეგმავდა... ვრცლად |
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულება
მიმდინარე წლის 23 იანვარს საქართველოს მთავრობამ N 102 დადგენილებით დაამტკიცა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულება. ვრცლად საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი დანიშნა
14 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის N 40 ბრძანებით ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორად დაინიშნა გიორგი ფერაძე. ვრცლად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების საყურადღებოდ
იმისათვის, რომ არ შეფერხდეს თქვენთვის 500 ლარიანი ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, თქვენ განცხადებით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს. თან უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები: ვრცლად 500 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისათვის
16.12.2013 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 16 დეკემბერს გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება: "2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით უნდა დაენიშნოს... ვრცლად |