2014 წლის 27 სექტემბერი
27 სექტემბერს რუსთაველი ომის ვეტერანები და ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების წევრები ერთმანეთს ტრადიციულად შეხვდნენ ცურტაველის სკვერში. მათ გვირგვინებით შეამკეს ხსოვნის მემორიალი, შემდეგ კი მამა გიორგი გურულმა დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ჯვრთამაღლება მიულოცა ააიპ "ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის" თავმჯდომარემ, ყოფილი რუსთავის ბატალიონის მეთაურის მოადგილემ მაიორმა დავით ქრისტესიაშვილმა. აფხაზეთის ომის დაუვიწყარი დღეები, სოხუმის დაცემის ტრაგედია და დაღუპული თანამებრძოლები გაიხსენა ვეტერანმა გოგიტა მელიქიძემ. მოგვიანებით ხსოვნის მემორიალთან შეკრებილებს შემოუერთდნენ რუსთავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები.
შემდეგ ვეტერანებმა გადაინაცვლეს ჟ. შარტავას მემორიალთან და ყვავილებით შეამკეს იგი. შეხვედრას ორგანიზაცია გაუკეთა ააიპ "ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირმა". |