ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფა აშშ-ში
ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების წევრების სოციალური დაცვის საკითხებს თეთრი სახლი და კონგრესი პირველხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ საკითხებს საკანონმდებლო ხელისუფლების სტრუქტურებში(სენატი, წარმომადგენელთა პალატა) განაგებენ შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეების კომიტეტები. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში ომის ვეტერანებისა და თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პრობლემების ძირითადი ნაწილის გადაჭრა დაკისრებული აქვს ვეტერანების საქმეთა სამინისტროს.
|
მინისტრი ერიკ შინესკი
|
ვეტერანების საქმეთა სამინისტრო
ვეტერანების საქმეთა სამინისტრო(Department of Veterans Affairs) წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის აღმასრულებელ დეპარტამენტს. მის კომპეტენციას განეკუთვნება ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახების წევრებისათვის პენსიების, დახმარებებისა და შეღავათების დანიშვნა, პრივილეგიების მინიჭება, დაზღვევისა და კრედიტების გაფორმება, სამედიცინო უზრუნველყოფის მართვა. ამჟამად სამინისტროს საქმიანობის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს 2015 წლისათვისვეტერანთა შორის უბინაობის სრული აღმოფხვრა. 2009 წლიდან მინისტრის პოსტი უკავია ვიეტნამის ომის ვეტერანს, აშშ სახმელეთო ჯარების შტაბის ყოფილ უფროსს(1998-2003 წ.წ), ოთხვარსკვლავიან გენერალ ერიკ შინესკის. ვეტერანების საქმეთა სამინისტროში არსებობს სამი ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლებსაც უძღვებიან მინისტრის მოადგილეები: - ვეტერანთა ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრაცია - სამედიცინო გამოკვლევები, კლინიკებისა და რეგიონალური სამედიცინო ცენტრების მართვა; - ვეტერანთა შეღავათების ადმინისტრაცია - ვეტერანების პირველადი რეგისტრაცია, მათი უფლებების განსაზღვრა, საბინაო უზრუნველყოფის, დაზღვევის, პროფესიული რეაბილიტაციისა და დასაქმების, განათლების, კომპენსაციებისა და პენსიების საკითხები; - სასაფლაოების ნაციონალური ადმინისტრაცია - ვეტერანების დაკრძალვის უზრუნველყოფა, დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სასაფლაოების შენახვა. |
სამინისტროს შემადგენლობაში შედიან შემდეგი განყოფილებები: გენერალური ინსპექცია, ფინანსებისა და დაგეგმვის, ინფორმაციული რესურსებისა და მართვის, კადრებისა და ადმინისტრირების, იურიდიული, დავებისა და საჩივრების განხილვის, მცირე ბიზნესის, ვეტერანებთან ურთიერთობისა და სოციალური პროგრამების კოორდინაციის, შესყიდვებისა და მოწყობის, კონგრესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები, აგრეთვე ომის ვეტერანებისა და სამხედრო პენსიონერების უზრუნველყოფის ხელშემწყობის სხვა ადმინისტრაციული ერთეულები.
|
ვეტერანების საქმეთა სამინისტრო ერთერთი უმსხვილესია აშშ-ს ფედერალური აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა შორის და მისი თანამშრომლების საერთო რაოდენობა 210 ათასს აჭარბებს. მათგან ცენტრალურ აპარატში მუშაობს 1,5%-ი, დანარჩენი სპეციალისტები დასაქმებული არიან შტატებში მოქმედ პერიფერიულ ორგანოებში.
სამინისტრო მართავს მონაცემთა ბაზას, რომელშიც აღიცხულია ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების ყველა მონაწილე, მათშორის ისინიც ვინც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. შეიარაღებული ძალების ვეტერანებს, რომლებმაც მოქმედი სამხედრო სამსახური გაიარეს მშვიდობიანობის დროს ენიჭებათ მხოლოდ ნაწილი იმ შეღავათებისა და პრივილეგიებისა, რომლებიც განკუთვნილია ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების ვეტერანებისათვის. |
აშშ-ს შეიარაღებული ძალების ვეტერანთათვის განკუთვნილი დახმარებები, შეღავათები და სოციალური პროგრამები:
ინვალიდობის პენსია, პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამები, დახმარება განათლების მიღებაში, ფსიქოთერაპიული დახმარება, დასაქმების პროგრამა, უმუშევრობის შემწეობა, შეღავათიანი სამედიცინო მომსახურება, სიცოცხლის დაზღვევა, შეღავათიანი კრედიტი ბინის მშენებლობისათვის და სხვა. ოფიციალური მონაცემებით ვეტერანების საქმეთა სამინისტროს მომსახურებით ამჟამად სარგებლობს დაახლოებით 30 მილიონი ამერიკელი ვეტერანი(საშუალო ასაკი 58 წ.) და 40 მილიონზე მეტი მათი ოჯახების წევრი. სამინისტროს ეკუთვნის 12 ათას ჰექტარზე მეტი მიწა, 5558 შენობა-ნაგებობა, 163 ჰოსპიტალი, 850 პოლიკლინიკა და ამბულატორია, 120 სასაფლაო. 2004 წელს სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 62 მილიარდ, 2005 წელს 68 მილიარდ, ხოლო 2009 წელს 87 მილიარდ დოლარს. ამ თანხების 95%-ი იხარჯება ვეტერანებისათვის პირდაპირი გადახდებისა და შეღავათების უზრუნველყოფის სახით. ამერიკელ სამხედრო პენსიონერთა პენსია თამაშობს 600-დან 5000 დოლარის ფარგლებში(ყოველწლიური ინდექსირება 3-4%). სამხედრო პენსიონერებისათვის გათვალისწინებულია მთელი რიგი შეღავათები - სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას პენსიონერებს ეძლევათ ერთჯერადი შემწეობა 30 000-დან 100 000 დოლარამდე, დათხოვნიდან 26 თვის განმავლობაში უფლება აქვთ მიიღონ უმუშევრობის შემწეობა, მათვე უნარჩუნდებათ სამხედრო მაღაზიებში პროდუქციის შეღავათიან ფასებში შეძენის უფლება. ამასთან ერთად აშშ-ში მოქმედებს თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურეების სოციალური ადაპტაციის მოქნილი და ეფექტური სისტემა. მოამზადა ზ. ჯანიკაშვილმა |