"ინვალიდთა სახლი" პარიზში
„ჩვენმა სამეფო უბრწყინვალესობამ ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა ღვთივსათნო და სამართლიანი ქმედება დაგვეცვა სიღატაკისა და დამცირებათაგან ის უსასოოდ დარჩენილნი ოფიცერნი და ჯარისკაცნი ჩვენის მხედრობისა, რომელნიც დაბერდნენ ან დასახიჩრდნენ სამხედრო სამსახურში და დღეს არათუ აღარ ძალუძთ მისი გაგრძელება, არამედ დაკარგული აქვთ საშუალებაც კი საკუთარი თავის რჩენისა.“
ლუდოვიკო XIV
საფრანგეთის მონარქის ამ ედიქტით 1674 წელს პარიზში, გრენელის პლატოზე გაიხსნა „ინვალიდთა ნაციონალური სახლი“(L'hôtel national des Invalides) - ევროპაში პირველი თავშესაფარი ომის ვეტერანთათვის. „ინვალიდთა სახლის“ დაარსების ერთერთი ინიციატორი, გულმხურვალე მხარდამჭერი და მშენებლობის უშუალო კურატორი გახლდათ მარკიზი დე ლუვუა, მეფე ლუდოვიკოს სამხედრო მინისტრი. ფრანგული არქიტექტურის ამ ულამაზესი ძეგლის მშენებლობა დაიწყო 1670 წელს არქიტექტორ ლიბერალ ბრიუანის პროექტის მიხედვით. საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო კორპუსები დასრულდა 1677 წელს, წმინდა ლუდოვიკის სახელობის ტაძრისა და ჯარისკაცების ეკლესიის მშენებლობა კი არქიტექტორ ჟიულ არდუენ-მანსარის ხელმძღვანელობით გაგრძელდა 1706 წლამდე. ეს გრანდიოზული კომპლექსი გაშენებულია მდინარე სენას ნაპირზე, 18000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. დერეფნების საერთო სიგრძე შეადგენს 16 კილომეტრს. ფასადის სიგანე 196 მეტრია, მის წინ 12500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებულია სასეირნო მოედანი გაზონითა და ხეივნით. ტაძრის გუმბათი 107 მეტრის სიმაღლისაა. თავშესაფრის პირველი მკვიდრები იქ დასახლდნენ უკვე 1674 წლიდან. „ინვალიდთა სახლი“ თავიდან გათვალისწინებული იყო 2000 ვეტერანზე, მაგრამ შემდგომში სხვადასხვა დროს იქ ერთდროულად ცხოვრობდა ოთხიათასიდან ექვსიათას ვეტერანამდე.

„ინვალიდთა სახლის“ ყოველდღიური ცხოვრება რეგლამენტირებული იყო სამხედრო დღის წესრიგით. თავშესაფრის მკვიდრნი ატარებდნენ სამხედრო უნიფორმას, დაყოფილები იყვნენ ასეულებად და ოფიცრების ხელმძღვანელობით მუშაობდნენ ფეხსაცმლის სახელოსნოში, გრავიურებისა და გობელენების საამქროებში, იკვებებოდნენ განრიგის მიხედვით დიდ, საერთო სატრაპეზოში, ესწრებოდნენ ყველა საეკლესიო ცერემონიას, გადიოდნენ სამწყობრო მომზადებას, ეწეოდნენ საგუშაგო სამსახურს. მოსასვენებელ ოთახებში აკრძალული იყო მოწევა, საკვებისა და ალკოჰოლიანი სასმელების მიღება. თავშესაფარში აკრძალული იყო ქალების მიყვანაც. დაოჯახებულ ვეტერანს უფლება ქონდა კვირაში ორჯერ მოენახულებინა ოჯახი.
„ინვალიდთა სახლის“ მკვიდრები უზრუნველყოფილნი იყვნენ კომფორტული საცხოვრებლით, გემრიელი კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით. საფრანგეთის ყველა ხელისუფალი საპატიო მოვალეობად თვლიდა ეზრუნა ვეტერანთა თავშესაფარზე. წმინდა ლუდოვიკის ტაძარი ასრულებდა სამეფო სამლოცველოს ფუნქციას და იქ წირავდა საფრანგეთის არმიის ეპისკოპოსი(évêque catholique aux Armées). სწორედ ამ ტაძარში მოწყობილ დიდებულ ოფიციალურ ცერემონიაზე მიანიჭა იმპერატორმა ნაპოლეონმა საპატიო ლეგიონის პირველი ორდენები ღვაწლმოსილ ოფიცრებს. აქვეა „მეომართა პანთეონი“ სადაც განისვენებენ:
მარკიზი სებასტიენ ლე პეტრ დე ვობანი - გამოჩენილი სამხედრო ინჟინერი, საფრანგეთის მარშალი
მარკიზი ემანუელ გრუში - სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი
ნაპოლეონ I ბონაპარტი - საფრანგეთის იმპერატორი
ჟოზეფ ბონაპარტი - ნაპოლეონის უფროსი ძმა, სამხედრო მოღვაწე, ნეაპოლისა და ესპანეთის მეფე
ჟერომ ბონაპარტი - ნაპოლეონის უმცროსი ძმა, სამხედრო მოღვაწე, ვესტფალიის მეფე
ნაპოლეონ II ბონაპარტი - ნაპოლეონ I-ის შვილი, მემკვიდრე იმპერატორის ტახტზე, რომის მეფე
ფერდინანდ ფოში - სამხედრო მოღვაწე, სამხედრო თეორეტიკოსი, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფრანგი სარდალი, მოკავშირეთა არმიების მთავარსარდალი(1918 წ.)
პოლ ემილ ამბალ გეპარტი - სამხედრო მოღვაწე, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფრანგი ადმირალი
მიშელ ჟოზეფ მონური - ფრანგი მარშალი, პარიზის სამხედრო გუბერნატორი, საფრანგეთის მე-6 არმიის სარდალი პირველი მსოფლიო ომის დროს
ფრანსუა სერტენ კანრობერი - ფრანგი მარშალი

ნაპოლეონის საფლავი
|
ვეტერანთა თავშესაფარმა თავიდანვე შეითავსა სამუზეუმო ცენტრის ფუნქციაც და დღეისათვის მის კედლებში განთავსებულია ოთხი მუზეუმი - გეგმებისა და რელიეფების(დაარს.1777 წ.), არმიის(დაარს.1905 წ.), განთავისუფლების ორდენის(დაარს.1940 წ.) და თანამედროვე ისტორიის(დაარს.1973 წ.).
ამასთანავე „ინვალიდთა სახლი“ კვლავაც ინარჩუნებს სამხედრო დაწესებულების ფუნქციასაც - აქ განთავსებულია პარიზის სამხედრო კომენდანტის რეზიდენცია, ტარდება ოფიციალური ცერემონიები და აღლუმები. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მოქმედებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური, სამედიცინო და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მძლავრი სახელმწიფო სისტემა, მათთვის გათვალისწინებულია მაღალი პენსიები, ფინანსურ-მატერიალური დახმარებები, კომპენსაციები და შემწეობები, დღეს „ინვალიდთა ნაციონალურ სახლში“ კვლავაც აგრძელებს ცხოვრებას მეორე მსოფლიო ომის, წინააღმდეგობის მოძრაობისა და სხვა საომარი კონფლიქტების ვეტერანთა გარკვეული რაოდენობა. მათი ღირსეული არსებობის, დასვენების და მკურნალობის ხარჯები მთლიანად აქვს აღებული საკუთარ თავზე სახელმწიფოს. ადმინისტრაციას, რომელიც უშუალოდ ზრუნავს ვეტერანთა ამ თავშესაფრის მკვიდრებზე ეწოდება ინვალიდების ნაციონალური ინსტიტუტი(l’Institut national des invalides). მოამზადა ზ. ჯანიკაშვილმა |