საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების საყურადღებოდ
იმისათვის, რომ არ შეფერხდეს თქვენთვის 500 ლარიანი ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, თქვენ განცხადებით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.
თან უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები:
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი(მარჩენალდაკარგულის მოწმობა), ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილებზე – დაბადების მოწმობა";
2. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტი, ხოლო ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებებლი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.