ვეტერანთა შეღავათები და დახმარებები რუსთავის 2014 წლის ბიუჯეტში
29.01.2014 წ.
ომის ვეტერანებს ცივილიზებულ ქვეყნებში პატივს სცემენ, განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან, ზრუნავენ მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლამდე ამ მხრივ საქართველო ვარაფრით დაიკვეხნიდა, მეტიც ვეტერანთა პრობლემატიკა სახელმწიფოს მიერ საერთოდ იგნორირებული იყო. ალბათ ქართველ ვეტერანებს არასოდეს დაავიწყდებათ 2011 წლის 3 იანვარი, როცა თბილისში, დაღუპულ გმირთა მემორიალთან სოციალური პროტესტის გამოხატვის მიზნით მოშიმშილე მათ თანამებრძოლებს რა სისასტიკით და როგორი აბუჩადამგდები ფორმით გაუსწორდა წინა ხელისუფლება.
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად მნიშვნელოვნად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომაც ვეტერანებისადმი და მიღებული იქნა რიგი სასიკეთო გადაწყვეტილებებისა. როგორც ცნობილია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის ივლისში შეტანილი შესწორების საფუძველზე ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებში და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს დაენიშნათ ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით. სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო ომის ვეტერანებისათვის ჯანმრთელობის განსაკუთრებული სადაზღვევო პაკეტის შეთავაზება და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის გარდაქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფო სამსახურად. ამასთანავე ვეტერანთა მოძრაობის ინიციატივით პარლამენტში ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც ლობირებას გაუწევს ვეტერანთა ინტერესებს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. ქართველ ომის ვეტერანებს იმედი გაუჩნდათ, რომ ეს ცვლილებები ზეგავლენას მოახდენს ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალურ პოლიტიკაზეც, მითუმეტეს რომ საქართველოს კანონმდებლობით მათ შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაწყვეტილებები ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ(საქართველოს კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, თავი I, მუხლი 2. პარაგრაფი 3). იმისათვის, რომ ადგილობრივი მართვის ორგანოებმა შეარჩიონ მართებული პრიორიტეტები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები აუცილებელია ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობა, რათა გააცნონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეტერანთა სპეციფიკური ინტერესები და საჭიროებანი. ამ მხრივ საგულისხმოა ააიპ "ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის" გამოცდილება ქალაქ რუსთავში. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში კავშირმა აქტიურად იმუშავა ქალაქის თვითმმართველობის ორგანოებთან, რათა 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული ყოფილიყო რუსთაველი ომის ვეტერანებისა და საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ინტერესები.
გთავაზობთ ინტერვიუს კავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან ბ-ნ დავით ქრისტესიაშვილთან.
დ. ქრისტესიაშვილი: - გასული წლის ოქტომბრის მიწურულს კავშირის გამგეობის სხდომაზე განვიხილეთ რუსთავის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი. ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელშიც ასახულია შეღავათები და დახმარებები ომის ვეტერანებისა და საბრძოლო მოქმედებისას დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისათვის. ამ საკითხებზე კავშირის გამგეობამ შეიმუშავა შენიშვნები და რეკომენდაციები და მე და გამგეობს წევრს ბ-ნ ზაზა ჯანიკაშვილს დაგვევალა მათი გაცნობა ქალაქის თვითმმართველობის ორგანოებისათვის.
საინფორმაციო სამსახური: - კერძოდ ვისთან გქონდათ შეხვედრები?
დ.ქ.: - ჩვენ შევხვდით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ კახა გურგენიძეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ბ-ნ მალხაზ ვეფხვაძეს, საკრებულოს წევრებს ამირან ცანდიშვილს, ივანე შათირიშვილს, თემურ ქოქიაშვილსა და უტა ლიპარტიას, რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ბ-ნ მიხეილ თათარაძეს.
ს.ს.: - როგორ ჩაიარა შეხვედრებმა?
დ.ქ.: - თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრებმა ჩაიარა კონსტრუქციულ ვითარებაში. ჩვენს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ყურადღებით მოეკიდნენ, მათი ნაწილი გაითვალისწინეს, თუმცა დარჩა რიგი საკითხებისა, რომელთა დადებითად გადაწყვეტაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფარგლებში ვერ მოხერხდა. შევთანხმდით, რომ 2015 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ადრეულ ეტაპზევე ჩავერთვებით, რათა დროულად დავაფიქსიროთ ვეტერანთა სპეციფიკური ხედვა მათთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტის თაობაზე.
ს.ს.: - რომელი წინადადებები იქნა გათვალისწინებული?
დ.ქ.: - კონკრეტულად გამოვყოფდი საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების საკითხს. პროექტში 1992-93 წლებში სამაჩაბლო-აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული იყო ერთჯერადი დახმარება 50 ლარის ოდენობით, ხოლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების ოდენობა შეადგენდა 100 ლარს. ჩვენი აზრით ეს იყო არასამართლიანი, არაპროპორციული მიდგომა, რაზეც თვითმმართველობის წარმომადგენლები დაგვეთანხმნენ და გაასწორეს კიდეც ეს ხარვეზი. ამასთანავე საკრებულოს თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს დახმარებას გაუწევენ საჭირო მედიკამენტებითაც. სამწუხაროდ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ საკითხში, რომელიც ისევ და ისევ 1992-93 და 2008 წლებში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების მიმართ განსხვავებულ სოციალურ მიდგომას უკავშირდება. 2008 წლის ომსა და 2004 წლის აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისათვის ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შეღავათი კომუნალურ გადასახადებზე, წელიწადში 500 ლარის ოდენობით ოჯახზე. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისთვის ასეთი შეღავათი გათვალისწინებული არ არის, რაც მათ სამართლიან აღშფოთებას იწვევს. ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ეს ხარვეზი მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მაინც გასწორდეს. ვთვლით აგრეთვე, რომ თვეში 2 ლარიანი შეღავათი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე ვერანაირად ვერ ასახავს რეალობას. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა წინადადებათა პაკეტზე, რომლებსაც შევთავაზებთ რუსთავის საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას.
ს.ს.: - ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს მიერ ვეტერანთა საჭიროებებისა და ინტერესების რეალიზაციისათვის ხელშეწყობის მიზნით უფრო ეფექტური ხომ არ იქნება თავად ვეტერანებმა რომ მოახდინონ წარმომადგენლების დელეგირება საკანონმდებლო ორგანოებში?
დ.ქ.: - რათქმაუნდა, მეტსაც გეტყვით - აუცილებელიც არის. ომის ვეტერანებზე ნათლად ვერავინ ხედავს ვერც მათ პრობლემატიკას და ვერც გადაჭრის გზებს. ამიტომ საჭიროა ვეტერანთა მოძრაობამ თავისი რიგებიდან წარმოაჩინოს აქტიური, საკანონმდებლო საქმიანობისათვის მომზადებული წარმომადგენლები და მაჟორიტარ დეპუტატებად გაიყვანოს როგორც პარლამენტში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.