საბჭოთა კავშირი, რუსეთის ფედერაცია - ომები და საბრძოლო მოქმედებები 1918 წლიდან დღემდე
უფროსი თაობის მკითხველს კარგად ემახსოვრება თუ რა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული საბჭოთა კავშირში ინფორმაცია საბჭოთა ჯარების მიერ პლანეტის ცხელ წერტილებში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შესახებ. ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივვადიანი საბრძოლო მოქმედებების გაუხმაურებლობა რათქმაუნდა შეუძლებელი იყო, ამიტომ ისინი შენიღბულნი იყვნენ როგორც საინჟინრო-ტექნიკური მხარდაჭერა, სამხედრო მრჩეველთა მისიები ან ინტერნაციონალური დახმარება, მაგრამ ლოკალური ხასიათის ტაქტიკური ამოცანების შესრულება საბჭოთა არმიის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას უხდებოდა კონსპირაციულ, თითქმის არალეგალურ პირობებში, ფალსიფიცირებული დოკუმენტებით, ხშირად სამოქალაქო ტანსაცმლით. მათ შესახებ ინფორმაცია დაფარული იყო და შესაბამისად ოფიციალურად არ ფიქსირდებოდა მათი სტატუსიც.
1995 წლის 12 იანვარს ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის ახალი კანონი „ვეტერანების შესახებ“. რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ხელი მოაწერა აქტს, რომლის დანართშიც ჩამოთვლილი იყო ყველა საბრძოლო მოქმედება და ოპერაცია, რომლებიც განახორციელეს საბჭოთა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფებმა 1918 წლიდან. ამ კანონით ფარული ფრონტის „უსახელო გმირებს“ ბოლოს და ბოლოს მიენიჭათ „ომის ვეტერანის“ სტატუსი. საყურადღებო და მრავლისმთქმელია ის ფაქტი, რომ „ომის ვეტერანის“ სტატუსი მიიღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე საოკუპაციო ჯარების ოფიცრებმა და ჯარისკაცებმაც.

„ვეტერანების შესახებ“ ფედერალური კანონის დანართი
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მონაწილეობით წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ჩამონათვალი.
სახელმწიფოები, ქალაქები, ტერიტორიები და პერიოდები.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მონაწილეობით წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ჩამონათვალი.
სახელმწიფოები, ქალაქები, ტერიტორიები და პერიოდები.
კარი I
სამოქალაქო ომი: თებერვალი 1918 წლის თებერვალი – ოქტომბერი 1922 წლის ოქტომბერი
საბჭოთა კავშირი-პოლონეთის ომი: 1920 წლის ოქტომბერი
საბრძოლო მოქმედებები ესპანეთში(სამოქალაქო ომი ესპანეთში): 1936-39 წლები
ომი ფინლანდიასთან: 1939 წლის 30 ნოემბერი - 1940 წლის 13 მარტი
დიდი სამამულო ომი: 1941 წლის 22 ივნისი - 1945 წლის 9(11) მაისი
ომი იაპონიასთან: 1945 წლის 9 აგვისტო - 1945 წლის 3 სექტემერი
ბასმაჩობის ლიკვიდაციისათვის წარმოებული საბრძოლო ოპერაციები(შუა აზია):
1922 წლის ოქტომბერი - 1931 წლის ივნისი
საბრძოლო მოქმედებები ხასანის ტბის რაიონში(შორეული აღმოსავლეთი, სსრკ-ჩინეთის საზღვარი. მოწინააღმდეგე - იაპონიის საიმპერატორო არმია):
1938 წლის 29 ივლისი - 11 აგვისტო
საბრძოლო მოქმედებები მდინარე ხალხინ-გოლთან(მონღოლეთი. მოწინააღმდეგე - იაპონიის საიმპერატორო არმია):
1939 წლის 11 მაისი - 16 სექტემბერი
სსრკ-ს მიერ დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის შემოერთებისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებები:
1939 წლის 17-28 სექტემბერი
საბრძოლო მოქმედებები ჩინეთის ტერიტორიაზე:
1924 წლის აგვისტო - 1927 წლის ივლისი
1929 წლის ოქტომბერი - ნოემბერი
1937 წლის ივლისი - 1944 წლის სექტემბერი
1945 წლის ივლისი - სექტემბერი
1946 წლის მარტი - 1949 წლის აპრილი
1950 წლის მარტი-მაისი
1950 წლის ივნისი - 1953 წლის ივლისი(ჩრდილო კორეაში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ჩინეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის სამხედრო ქვედანაყოფები)
საბრძოლო მოქმედებები უნგრეთში: 1956 წ.
საბრძოლო მოქმედებები კუნძულ დამანსკიზე(შორეული აღმოსავლეთი, კუნძული მდინარე უსურიზე. მოწინააღმდეგე - ჩინეთის სახალხო-გამანთავისუფლებელი არმია): 1969 წლის მარტი
საბრძოლო მოქმედებები ტბა ჟალანაშკოლის რაიონში(ყაზახეთი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა-ჩინეთის საზღვარი. მოწინააღმდეგე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა): 1969 წლის აგვისტო
კარი II
ქ. ოდესას დაცვა: 1941 წლის 10 აგვისტო - 16 ოქტომბერი
ქ. ლენინგრადის დაცვა: 1941 წლის 8 სექტემბერი - 1944 წლის 27 იანვარი
ქ. სევასტოპოლის დაცვა: 1941 წლის 5 ნოემბერი - 1942 წლის 4 ივლისი
ქ. სტალინგრადის დაცვა: 1942 წლის 12 ივლისი - 19 ნოემბერი
პირებზე, რომლებსაც მიღებული აქვთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში კარი I და კარი II-ში მითითებულ სახელმწიფოებში(ტერიტორიებზე) და ქალაქების დაცვაში ვრცელდება „ვეტერანების შესახებ“ ფედერალური კანონის მე-2 და მე-4 მუხლების მოქმედება.

რუსი სამხედრო ინსტრუქტორები(მეზენიტეები) ვიეტნამში
ვიეტნამი. საბჭოთა მეზენიტეების ჯგუფეული სამოქალაქო ტანსაცმლით
ვიეტნამი. საბჭოთა მეზენიტეები
რუსი და კუბელი ოფიცრები ანგოლაში, 1976 წ.
ანგოლა. საბჭოთა მებრძოლები სამოქალაქო ტანსაცმლით
რუსი "ინტერნაციონალისტები" და მათი ანგოლელი მეგობრები
|
კარი III
საბრძოლო მოქმედებები ალჟირში: 1962-1964 წლები საბრძოლო მოქმედებები ეგვიპტეში(არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა): 1962 წლის ოქტომბერი - 1963 წლის მარტი 1967 წლის ივნისი 1968 წელი 1969 წლის მარტი - 1972 წლის ივლისი 1973 წლის ოქტომბერი - 1974 წლის მარტი 1974 წლის ივნისი - 1975 წლის თებერვალი(შავი ზღვისა და წყნარი ოკეანის ფლოტების ტრალერების პირადი შემადგენლობისათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ სუეცის არხის ზონის განაღმვაში) საბრძოლო მოქმედებები იემენის არაბთა რესპუბლიკაში: 1962 წლის ოქტომბერი - 1963 წლის მარტი 1967 წლის ნოემბერი - 1969 წლის დეკემბერი საბრძოლო მოქმედებები ვიეტნამში: 1961 წლის იანვარი - 1974 წლის დეკემბერი, მათშორის წყნარი ოკეანის ფლოტის სადაზვერვო ხომალდების პირადი შემადგენლობისათვის, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო სამსახურის ამოცანებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საბრძოლო მოქმედებები სირიაში: 1970 წლის მარტი-ივლისი 1972 წლის სექტემბერი-ნოემბერი 1973 წლის ოქტომბერი საბრძოლო მოქმედებები ანგოლაში: 1975 წლის ნოემბერი - 1992 წლის ნოემბერი საბრძოლო მოქმედებები მოზამბიკში: 1967-1969 წლები 1975 წლის ნოემბერი - 1979 წლის ნოემბერი 1984 წლის მარტი - 1988 წლის აგვისტო საბრძოლო მოქმედებები ეთიოპიაში: 1977 წლის დეკემბერი - 1990 წლის ნოემბერი 2000 წლის მაისი - დეკემბერი საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში: 1978 წლის აპრილი - 1989 წლის 15 თებერვალი საბრძოლო მოქმედებები კამბოჯაში: 1970 წლის დეკემბერი საბრძოლო მოქმედებები ბანგლადეშში: 1972-1973 წლები(სსრკ სამხედრო-საზღვაო ფლოტის დამხმარე ხომალდების პირადი შემადგენლობისათვის) საბრძოლო მოქმედებები ლაოსში: 1960 წლის იანვარი - 1963 წლის დეკემბერი 1964 წლის აგვისტო - 1968 წლის ნოემბერი 1969 წლის ნოემბერი - 1970 წლის დეკემბერი საბრძოლო მოქმედებები ლიბანში: 1982 წლის ივნისი საბრძოლო მოქმედებები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში: 1992 წლის ნოემბერი 1993 წლის თებერვალი - 1997 წლის დეკემბერი ამოცანების შესრულება შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული კონფლიქტის ზონას მიკუთვნებულ მოსაზღვრე ტერიტორიებზე: 1994 წლის დეკემბერი - 1996 წლის დეკემბერი ამოცანების შესრულება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციების მიმდინარეობისას: 1999 წლიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის ამოცანების შესრულება: 2008 წლის 8-22 აგვისტო. პირებზე, რომლებსაც მიღებული აქვთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში კარი III-ში მითითებულ სახელმწიფოებში(ტერიტორიებზე) ვრცელდება „ვეტერანების შესახებ“ ფედერალური კანონის მე-3 და მე-4 მუხლების მოქმედება. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბ. ელცინი 1995 წლის 12 იანვარი (ბოლო შესწორება კანონში შესულია 2013 წლის 5 აპრილს) |